воскресенье, 16 декабря 2018 г.

მეცხრე დღე

    ტრენინგის პირველ დღს ჩვენ ჩავინიშნეთ მოლოდინები, თუ რა ცოდნის მიღებას ვვარაუდობდით ტრენინგის ბოლოს. მახსოვს ჩემი მოლოდინი იყო, შემესწავლა პროექტით სწავლება, რათა გამომეყენებინა ჩემ მოსწავლეებთან მუშაობისას. ტრენინგმა გადააჭარბა მოლოდინებს. შევისწავლეთ პროექტით სწავლება და ასევე შევისწავლე ბლოგის შექმნა, რაც დამეხმარება პედაგოგიურ საქმიანობაში.
  მადლობა მინდა მოვუხადო ქალბატონ მარიკა ჩიტაძეს. იგი თავს არ ზოგავდა, რომ ჩვენთვის საინტერესოდ  და გასაგებად გადმოეცა ცოდნა.

суббота, 15 декабря 2018 г.

მერვე დღე

     დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო იმით, რომ გავეცანით კითხვების დასმას მოსწავლეთა ჩართულობის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებიათვის. აზროვნების სწავლება დამეხმარება ჩემი სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ეფექტური გზაა აზროვნების განვითარებისათვის.
  დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  

მეშვიდე დღე


   ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის შაბლონი. ვიმსჯელეთ თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლს დიფერენცირებულ სწავლებას.

воскресенье, 9 декабря 2018 г.

მეექვსე დღე

შევაფასეთ ერთმანეთის ,,მოსწავლის ნამუშევრები", განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისათვის.

суббота, 8 декабря 2018 г.

მეხუთე დღე

 ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივზე და ჩავაშენეთ პროექტში. ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და შევაფსეთ კომენტარებით, შევქმენით ბიბლიოგრაფია. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.  შემდეგ გადავედით მეოთხე მოდულზე.,

მეოთხე დღე

შევიმუშავეთ შეფასების გეგმა, შეფასების უნსტრუმენტები.  გავიგეთ, რომ პროექტის შეფასებისას უნდა გავიდეთ ხუთ მიზანზე. პოვერპოინტში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.

суббота, 1 декабря 2018 г.

მესამე დღე


ვიმუშავეთ სტანდარტებზე, ვისწავლეთ ბლუმის ტაქსონომიის საკვანძო სიტყვები და შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვუა. ასევე ჩამოვაყალიბეთ კითხვები პროექტისათვის.

пятница, 30 ноября 2018 г.

პირველი და მეორე დღე.

რეფლექსია

 პირველ დღეს ვისაუბრეთ პროექტების რაობაზე, როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის პროექტები. რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, რომ მან შეძლოს ფეხი აუწყოს ახალი საუკუნის გამოწვევებს.
 ასევე გავეცანით ტექნიკურ მხარეს, რაც შემდგომში დაგვეხმარება პროექტზე მუშაობაში.
 მეორე დღეს გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტებს, ბუკლეტის ნიმუშებს, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონებს.